Wednesday, June 27, 2018

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ქეთევან ბერიაშვილი  ##############
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური, III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა: “The months of the Year”
გაკვეთილის მიზანი: გაკვეთილის მიზანია,  მოსწავლეებმა ნასწავლი სიტყვები  და ფრაზები გამოიყენონ  სავარჯიშოებზე მუშაობისას. აგრეთე  მათი დახმარებით, შეძლონ მარტივი ხასიათის ზეპირი დიალოგების შედგენა. წაიკითხონ მოცემული ცნობები და  მოახერხონ თითოეული თავისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გააზრება და კლასიფიცირება. შეძლონ თემიდან გამომდინარე,  გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოების შესრულება, რაც მათ შესწავლილი მასალის უკეთ გააზრებაში და ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარება.

N

აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

საორგანიზაციო საკითხები-( ბავშვებს მივესლმები ინგლისურად ამოვიკითხავ სიას.)



3წთ

1
სიტყვების გამოკითხვა

გონებრივი იერიში


4 წთ

2
სათითაოდ გადიან დაფასთან, სადაც გაკრულია დიდი პლაკატი და ზედ ფერადი ფურცლებით თვეების სახელებია გამოსახული.თითოეული მოსწავლე ირჩევს სასურველ თვეს და მისთვის დამახასიათებელ  იმ თავისებურებას კითხულობს და თარგმნის, რომელიც იქვე თვეების ჩამონათვალს ახლავს თან. 

კითხვა
ინდივიდუალური


8 წთ

3
თემის გარშემო ვუსვამ რამდენიმე მარტივ კითხვას:
1.Children look. Is it raining?
2. What do you wear in January and February?
3. What do you often eat in July and August? 


კითხვა-პასუხი

წყვილებში მუშაობა


3 წთ

4
კითხვები, სავარაუდო სამი პასუხით გამოჩნდება ეკრანზე.მოსწავლეები პასუხების ფურცლების მაღლა აწევით დააფიქსირებენ სწორ პასუხს. 



ინდივიდუალური
ელექტრონული პროგრამა (POWER POINT)


10 წთ

5
მოსწავლეები გაიყოფიენ გუნდებად და იმუშავებენ წყვილებში. ეკრანზე გამოჩნდება კითხვები სავარაუდო პასუხებით და ისინი ერთობლივი მსჯელობის შედეგად დააფიქსირებენ სწორ პასუხს.


წყვილებში მუშობა

ელექტრონული პროგრამა (POWER POINT)

10 წთ

მოსწავლეებს მივცემ საშუალებას შეაფასონ გაკვეთილი და თავიანთი როლი გაკვეთილის მსვლელობისას.
1.ბავშვებო, მოგეწონათ გაკვეთილი?
2. გაკვეთილის რომელი ნაწილი გაგიჭირდათ ან გაგიადვილდათ ყველაზე მეტად?
ბოლოს კი დაფაზე ჩამოვუწერ ახალ სიტყვებს.





7 წთ